29.03.2014
კერძოდ, „ვალეში“ თურქეთის მხრიდან კანადის მოქალაქე რ.შ. შემოვიდა, რომელსაც ხელბარგის დათვალიერებისას ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი „ტრამადოლი“ აღმოაჩნდა (14,5 აბი). საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის ადიგენის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.
10 აბი ფსიქოტროპული პრეპარატი „დიაზეპამი“, 20 აბინარკოტიკული საშუალება „დიფენოქსილატი“ და 10 აბი ფსევდოეფედრინის შემცველი პრეპარატი „კოლდაქსი“ აღმოჩნდა ირანის მოქალაქეა.ფ.-ის ბარგში, ხოლო ირანის მოქალაქე კ.მ.-ს მალულად 7 აბისამედიცინო პრეპარატი „კოლდაქსი“ (ფსევდოეფედრინი) და 8 აბინარკოტიკულისაშუალება „დიფენოქსილატი“ შემოჰქონდა. ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.
„სარფის“ კონტროლის ზონაში დააკავეს თურქეთის მხრიდან შემოსული ირანის მოქალაქე ზ.მ., რომლის ბარგის დათვალიერებისას მებაჯე ოფიცრებმა მედიკამენტი acetaminophen codeine 300/10 (10 აბი) აღმოაჩინეს. აღნიშნული საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საპატრულო პოლიციას გადაეცა.