თვითმმართველი ქალაქი და მუნიციპალიტეტებად დაყოფილი ტერიტორია – სამთავრობო გადაწყვეტილების მიხედვით, ახალციხეში, შესაძლოა, მალე ოთხი მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდეს. ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივ ხელისუფლებაში კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. ახალ კანონს ეჭვის თვალით უყურებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. სამოქალაქო სექტორი კი თვლის, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება თვითმმართველობის რეფორმას აზრს უკარგავს. თვითმმართველ ქალაქად ჩამოყალიბების შემდეგ ახალციხის მუნიცპალიტეტის ტერიტორია რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულად დაიყოფა. კერძოდ აწყურის, ვალის, წყრუთისა და ურავლის, რომლის შემადგენლობაშიც მიმდებარე სოფლები შევლენ. ქალაქ ახალციხეს კი ივლიტის დასახლება, საფარის სამონასტრო კომპლექსი და სოფლები: ღრელი მინაძე და ჭაჭარაქი შეუერთდება. როგორც გამგეობაში განმარტავენ, ცენტრალური ხელისუფლებიდან დირექტივები უკვე მიიღეს, რომ პროცესი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე დასრულდეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი განმარტავს, რომ ტერიტორიული ოპტიმიზაციის დეტალები სოფლის მოსახლეობასთან მსჯელობის შემდეგ გადაწყდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მთავრობის ამ გადაწყვეტილე
...
»»»