მეხუთე საჯარო სკოლაში ხმაური მას შემდეგ დაიწყო როდესაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანებით ინგა ვარდიძე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. მან ნანა დათაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც 11 თვის განმავლობაში ჟენია მერეაბიშვილის წასვლის შემდეგ სკოლას ხელმძღვანელობდა. 13 მარტს გამართულ აქცაში პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებიც იღებდნენ მონაწილეობას. ისინი ტრანსფარანტებისა და შეზახილების ფონზე ნანა დათაშვილის დირექტორის პოსტზე დაბრუნებას ითხოვდნენ. იმ შემთხვევაში თუ მათი მოტხოვნილება არ შესრულდება, სასწავლო პროცესი ჩაიშლება. პედაგოგები დაწესებულებაში მინისტრის, თამარ სანიკიძის სახელზე, განცახდების გაგზავნასაც აპირებენ. დოკუმენტაციას ხელს 86 პედაგოგიდან 86 აწერს. პედაგოგები ირწმუენბიან, რომ ვარდიძეს შესაბამისი გამოცდილება არ აქვს და 1500 მოსწავლიან სკოლის მართვას ვერ შეძლებს. მათი თქმით ინგა ვარდიძის დანიშვნა სპეციალურად მოხდა და ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს სკოლაში არეულობის დაწყება სურს. ისინი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ და მისგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ. „ რვა წელი ადამიანური ურთიერთობები გვენატრებოდა, ეხლა ძლივს მივიღეთ და ამის კვლავ წა
...
»»»