06.03.2014
სამართალდამცავები გამგეობის რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტით დაინტერესდნენ, რის გამოც სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელელი გიორგი ბახტაძე კომენტარისაგან ჯერ თავს იკავებს და აცხადებს, რომ საქმის დეტალები საჯარო გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება. საქმესთან დაკავშირებით უკვე დაიკითხა გამგეობის რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის გამგებელი ბესიკ ბლიაძე და აპარატის უფროსი მაკა სამსონიძე, თუმცა დეტალებზე არცერთი მათგანი არ საუბრობს. დღესვე მომხდარ ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციია „ერთსულოვნება სამართლიანობისაკენ“ რეგიონული ოფისის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. ქეთევან ხმალაძე ეჭვობს, რომ პროკურატურა გამგეობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც თვითმართველობაში დაგეგმილი კონკურსები დასრულდა. უფლედამცველი ამბობს, რომ ამ პერიოდში ბევრი კანონდარღვევა დაფიქსირდა, რის გამოც ხელმძღვანელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამოძიება 332–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.