საქართველოს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხი
ნებისმიერ საკითხში, განსაკუთრებით კი როდესაც ის ეროვნული მასშტაბის პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად, მნიშვნელოვანია სწორი აქცენტების დასმა. თავდაპირველად, სანამ საკითხის „წინ წამოწევას“ დაიწყებ აუცილებელია კარგად გაიაზრო -რას წარმოადგენს ეს კონკრეტული საკითხი და მის გადაჭრას რა „ინსტრუმენტით“ აპირებ...
საქართველოს მიერ 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარებისა და დაგმობის საკითხი უკვე 9 წელია, რაც სომეხთა სათვისტომოს მუშაობის დღის წესრიგზე იკავებს მნიშვნელოვან ადგილს. თუ რატომ 9 წელი და არა უფრო მეტი -ეს ცალკე თემაა, რომელსაც მომავალში ჩვენ აუცილებლად მივუბრუნდებით... დღეს კი პატივცემულ მკითხველს ვთავაზობთ გავიხსენოთ, თუ რას ვგულისხმობთ, როდესაც ვიძახით, რომ საქართველომ უნდა აღიაროს და დაგმოს 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის ფაქტი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია -როგორ ვხედავთ ამას.
აღნიშნულ საკითხზე საუბრისას რამდენიმე ობიექტური რეალობის გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საქართველოს მიერ 1915-23წწ. მომხდარი გენოციდის აღიარებას ამავე ქვეყნის მოქალაქეები ითხოვენ. ანუ ამ მხრივ საქართველოს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება -ქვეყნის შიდა საკითხს წარმოადგენს. ეს საკითხი უშუალოდ არის დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენად სცემს პატივს სახელმწიფო საკუთარივე მოქალაქეების მოთხოვნებს და ამ თემის საგერეო პოლიტიკის ჭრილში გადატანა -დაუშვებელია.
მეორე, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია -საქართველოში, სომეხთა გენოციდის შესახებ საზოგადოების ინფორმირობულობა საკმაოდ მაღალ დონეზეა. მეცნიერული წრეებით დაწყებული და პოლიტიკურით დამთავრებული -იშვიათია რომ შეგვხდეს ისეთი მოღვაწე, ვინც 1915-23წწ. მომხდარი ტრაგედიის შესახებ არ იცოდეს. მეტიც! ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების უმრავლესობამ მშვენივრად იცის, რომ ის რაც მეოცე საუკუნის დასაწყისში მოხდა -გენოციდია. პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკოსების და მოღვაწეების უმრავლესობა, ამ საკითხს სხვა თემებთან აკავშირებს, კერძოდ კი მის განხილვას სწორედ საგარეო პოლიტიკის ჭრილში ცდილობს.
ამგვარი დამოკიდებულების წარსაჩინო მაგალითი -თბილისში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას მიძღვნილი მემორიალის გახსნის თბილისელი სომხების მოთხოვნაა. უკვე 7 წელიწადია, რაც საქართველოს სომეხთა სათვისტომო თბილისის ხელისუფლებისგან ხსენებული ძეგლის დადგმის ნებართვის გაცემას ითხოვს ხოლო ქალაქის ხელისუფლება უსუსურად პასუხობს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან საკითხი „ქვეყნის საგარეო ურთიერთობებს ეხება“. ჩნდება ლოგიკური კითხვა -რა კუთხით არის თბილისელი მოსახლეობის კანონიერი მოთხოვნა საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული...?
პასუხი მარტივია -ამ 7 წლის განმავლობაში თბილისელი სომხები ვერ დავანახეთ და ვერ მივახვედრეთ ქალაქის ხელისუფლებას, რომ ჩვენთვის თბილისში ამ ძეგლის არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ქალაქის ხელისუფლებას ვერანაირად ვერ გავამართლებთ, მაგრამ მოდით ყველა ჩვენთაგანმა საკუთარ თავს ჰკითხოს -რა გავაკეთე იმისთვის, რომ ეს ძეგლი დაიდგას?
იგივე ლოგიკა შეგვიძლია ნებისმიერ საკითხს და სხვა თემებს მიუსადაგოთ. იმისათვის, რომ ჩვენი კანონიერი და სამართლიანი მოთხოვნები იყოს გათვალისწინებული -პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რას ვითხოვთ, რისთვის ვითხოვთ და როგორ ვითხოვთ. ხოლო მეორე რიგში, აუცილებლად -მოთხოვნა არ უნდა შეგვეშინდეს ან დაგვეზაროს.
როდესაც სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ ვსაუბრობთ, თბილისელი სომხები არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რომ რაღაც კულტურული ღონისძიება მოვაწყეთ, სადაც ერთმანეთში კვლავ გავიხსენეთ 1915-23წწ გენოციდის შესახებ. მზგავსი ღონისძიებები, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შიდა აუდიტორიას, სათვისტომოს, გავუზარდოთ ინფორმირობულობა მომხდარი ტრაგედიის შესახებ. თუმცა, თუ მზგავს კულტურულ ღონისძიებებზე ხაზი არ იქნება გასმული იმას, რომ გარდა ხსოვნისა -
უფლებების აღდგენასაც ვითხოვთ -მაშინ ეს კონკრეტული ღონისძიება არაფრის მომტანი, მეტიც, მავნე იქნება, იმიტომ რომ დამსწრე საზოგადოება ჩათვლის, რომ ღონისძიებებზე დასწრებით საკუთარი „ვალი“ მოიხადა და მისგან მეტი აღარ მოითხოვება.
ყველამ, და პირველ რიგში ჩვენ -საქართველოში მცხოვრები სომხები კარგად უნდა გავიაზროთ, თუ რას წარმოადგენს ჩვენი მოთხოვნა. აქცენტები სწორედ უნდა დავსვათ და დასახულ მიზანს არ გადავუხვიოთ.
armenian-community.ge