საქართველოში რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია განხილულ იქნა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში
2014 წლის 7-14 ივლისს ლევონ ისახანიანმა, ამიერკავკასიის რომის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის ეპარქიის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიისა და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის სახელით, მონაწილეობა მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომებში, ჟენევაში, შვეიცარიაში. კომიტეტის 111-ე სესიაზე განიხილებოდა საქართველოს ანგარიში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის განხორციელების თაობაზე (ხელმისაწვდომია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ვებგვერდზე: http://tbinternet.ohchr.org/_layouts/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=CCPR%2fC%2fGEO%2f4&Lang=en). ლევონ ისახანიანმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა ინფორმაცია საქართველოში რელიგიური უმცირესობების მდგომარეობის და მათი დისკრიმინაციის კონკრეტული ფაქტების შესახებ, რომელიც არ იყო შეტანილი სახელმწიფოს მიერ წარდგენილ ანგარიშში (დააჭირეთ ვიდეოჩანაწერის სანახავად http://www.youtube.com/watch?v=rJW-zresXLU&list=UUnYQ_RWaAObGP4VrKu_BLVQ).
კომიტეტის წევრებს წარედგინათ საქართველოში რელიგიური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციის შესახებ დეტალური ანგარიში (ხელმისაწვდომია გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტის ვებგვერდზე: http://tbinternet.ohchr.org/Treaties/CCPR/Shared%20Documents/GEO/INT_CCPR_CSS_GEO_17551_E.pdf), ასევე სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, რომის კათოლიკური ეკლესიის, ევანგელურ-ლუთერული და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიების წინამძღვრების წერილი კომიტეტის თავმჯდომარისადმი (ხელმისაწვდომია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ვებგვერდზე: http://tbinternet.ohchr.org/Treaties/CCPR/Shared%20Documents/GEO/INT_CCPR_CSS_GEO_17553_E.pdf).
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრები შეშფოთდნენ წარმოდგენილი ფაქტებით. ბატონმა იად ბენ აშურმა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, აღნიშნა, რომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო არ ასრულებს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს რელიგიური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად (დააჭირეთ ვიდეოჩანაწერის სანახავად http://www.youtube.com/watch?v=WDTK-9VJlcI&list=UUnYQ_RWaAObGP4VrKu_BLVQ). მან დელეგაციას, რომელსაც თავმჯდომარეობდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დაუსვა შეკითხვები, რომლებიც უკავშირდებოდა:
- რელიგიური უმცირესობებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას;
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ რელიგიური უმცირესობების საკუთრების მითვისებას და სახელმწიფოს მიერ ასეთი განზრახვების მხარდაჭერას;
- რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციას საგადასახადო სფეროში;
- რელიგიური უმცირესობების მისამართით შეურაცხყოფებსა და სახელმწიფო ორგანოების პასიურობას მათი აღმოფხვრის მხრივ;
- საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციური შეთანხმებას, როგორც ქვეყანაში რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის წყაროს;
- დისკრიმინაციას რელიგიური ორგანიზაციებისათვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფის სფეროში;
- დისკრიმინაციას ტაძრების მოვლისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების გამოყოფის სფეროში.
პასუხად კითხვაზე, თუ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმება რამდენად წარმოადგენს რელიგიური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციის წყაროს, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ქალბატონმა თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა: "როგორც შეთანხმების ერთ-ერთი ავტორი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის არ შეიცავს რაიმე დებულებას, რომლის ციტირებასაც ვინმე მთელს მსოფლიოში შეძლებს როგორც სხვების დისკრიმინაციის შემცველს ან რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას რაიმე პრივილეგიას ანიჭებს. ის მხოლოდ განსაზღვრავს ორ ასპექტს. პირველი - ეს სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნაა, რაც უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი დემოკრატიის ადრინდელ პერიოდში, განსაკუთრებით ჩვენს ისტორიაში მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, და მეორე - ეს არის მხარეების ერთმანეთის საქმეებში ჩაურევლობა. ეს არის შეთანხმების ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, და იგი არ ვრცელდება ქვეყანაში სხვა რომელიმე რელიგიურ ჯგუფზე, ეს არ არის ვინმეს დისკრიმინაცია, და ის არცერთ სიტყვას არ ამბობს პრივილეგიებზე. რაც შეეხება სხვა საკითხებს, კერძოდ, დღევანდელი ხელისუფლების რელიგიური უმცირესობების მიმართ პოლიტიკაში ცვლილებებს და მათი უფლებების გათანაბრებას მართლმადიდებელ ეკლესიასთან, როგორც ფინანსურ, ასევე სამართლებრივ საკითხებში, დელეგაციის სხვა წევრები უპასუხებენ (დააჭირეთ ვიდეოჩანაწერის სანახავად http://www.youtube.com/watch?v=02k-5Tbvmyk&list=UUnYQ_RWaAObGP4VrKu_BLVQ).
სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის ეპარქია, რომის კათოლიკური ეკლესია, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია საქართველოში მიესალმებიან საქართველოს ხელისუფლების განზრახვას შეცვალოს მისი პოლიტიკა რელიგიური უმცირესობების მიმართ და მოახდინოს „მათი უფლებების გათანაბრებას მართლმადიდებელ ეკლესიასთან, როგორც ფინანსურ, ასევე სამართლებრივ საკითხებში“. ამავდროულად, შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის 1 პუნქტში ნათქვამია: „სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული“.
ამ დებულების ძალით მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაიბრუნა ჩამორთმეული ქონება, მაშინ, როდესაც რელიგიურ უმცირესობებს არ გააჩნიათ ქონების დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სახელმწიფომ, კონსტიტუციური შეთანხმების ძალით, მართლმადიდებელ ეკლესიას მიანიჭა უფლებები, რომლებითაც ვერ სარგებლობენ სხვა რელიგიურ ორგანიზაციები, რის გამოც ისინი დისკრიმინირებულ მდგომარეობაში არიან. ამ სფეროში დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ყველა რელიგიურ ორგანიზაციას უნდა მიეცეს ერთნაირი უფლებები.
დასმულ შეკითხვებზე პასუხში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ რელიგიური უმცირესობების ქონების რესტიტუციის საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, და შეეხო რელიგიურ ორგანიზაციების სტატუსის, საბჭოთა პერიოდში რელიგიური ორგანიზაციებისთვის მიყენებული ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის, ასევე, რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის საკითხებს (დააჭირეთ ვიდეოჩანაწერის სანახავად http://www.youtube.com/watch?v=ncu7VqbcDs8&list=UUnYQ_RWaAObGP4VrKu_BLVQ).
ამიერკავკასიის რომის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია
სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის ეპარქია
ევანგელურ-ლუთერული ეკლესია საქართველოში
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია საქართველოში