სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი დღეს მუშაობას ოფიციალურად შეუდგა
აკაკი მაჭუტაძემ პირველი სამუშაო დღე თანამშრომლების გაცნობით დაიწყო. შეხვედრის შემდეგ რეგიონის პირველმა განაცხადა, რომ სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლების , გაცნობით კმაყოფილია. აკაკი მაჭუტაძის განცხადებით გუბერნიაში რეორგანიზაცია იგეგმება და ეს პროცესი 60 დღის ვადაში უნდა განხორციელდეს. აკაკი მაჭუტაძეამბობს, რომ თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით არ განიხილავს და ყველაზე კვალიფიციურებს, შეარჩევს. ამ ეტაპზე სამცხე–ჯავახეთში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტბზე ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ რეგიონს კარგად იცნობს.