თვითმართველობის კოდექსის განხილვა, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში დაიწყო. რეფორმას, აქტიური საზოგადოებისა თუ პოლიტიკური სუბიექტების განხილვის საგნად იქცა. არსებულ ხუთ თვითმართველ ქალაქს კიდევ შვიდი დაემატება: ახალციხე, თელავი, გორი, მცხეთა, ამბროლაური, ოზურგეთი და ზუგდიდი–ამის შესახებ ჟურნალისტებთან სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი მელაშვილმა განაცხადა. მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და თვითმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ხაზი, თვითმართველობის რეფორმის აუცილებლობას გაუსვა და აღნიშნა, რომ მსგავსი რეფორმა ბევრ ქვეყანაში სეპარატისტული ტენდენციების შესანარჩუნებლად იქნა გამოყენებული. შექმნის თუ არა, თვითმართველობის ახალი კოდექსი სეპარატიზმის საფრთხეს, ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონებში? – ეს არის კითხვა, რომელსაც კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ხშირად სვამენ. ადგილობრივ თვითმართველობაში ამბობენ, რომ ეს უსაფუძვლო განგაშია. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე განმარტავს, რომ თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ყველა სადაო საკითხს ცენტრალური ხელისუფლება გადაწყვეტს, ამიტომ სეპარატიზმის
...
»»»