ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მშენებლოაზე დსაქმებული მუშები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ორი წელია ხელფასი არ მუღიათ. მუშები ამაში რკინიგზის მშენებარე აზერბაიჯანულ კომპანიებს „ფარეხას“ და „ჯიეს გრუპს“ადანაშაულებენ. გაფიცულები ჰყვებიან, რომ ისინი აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიების წარმომადგენლებს დედაქალაქშიც შეხვდნენ და ხელისუფლებასაც არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მუშები ამბობენ, რომ ორ წელზე მეტია სახელფასო დავალინების აუნაზღაურების შესახებ მხოლოდ დაპირებებს ისმენენ . 50–ზე მეტმა მუშამ რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გადაკეტვაც სცადა თუმცა ეს ვერ მოხერხდა, რადგან ტერიტორიას სამართალდამცავები აკონტროლებდნენ. ჟურნალისტების გამოჩენისას, გაფიცულმა მუშებმა, კომპანიების „ფარეხისა“ და „ჯიეს გრუპის“ წარმომადენლებთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა ჯიეს გრუპის წარმომადგენელი მედიასთან არ გამოჩნდა. კომენტარი კომპანია „ფარეხას“ წარმომადგენელმა გააკეთა, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნული კომპანია სახელფასო დავალიანების გადახდასთან არაფერ შუაშია, რადგან გაფიცული მუშები „ფარეხის“ ქვემოიჯარადე კომპანია ჯიეს გრუპის მიერ არიან დაქირავებული და შესბამისად თანხა
...
»»»