19.12.2013
ქალაქის ქუჩებში აქსესუარები უკვე დამონტაჟდა. ცენტრალური ქუჩების განათებასა და პარკში ნაძვის ხის დადგამს შ.პ. ს „კეთილმოწყობა“ უზრუნველყოფს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განყოფილების უფროსის თქმით მათ საახალწლო კონცერტის ორგანიზებისათვის ტენდერი უკვე გამოცხადეს. გამარჯვებული კომპანია ახალი წლის საღამოს ორგანიზებას გაუწევს. კახა კოპაძის თქმით ღონისძიებაში მონაწილეობას, ადგილობრივი ანსამბლების გარდა , დედაქალაქიდან ჩამოსული ესტრდაცის ვარსკვლავებიც მიიღებენ. როგორც ადგილობრივ მუნიციპლაიტეტში აცხადებენ ქუჩების მორთვა 25 დეკემბრამდე დასრულდება , ცენტრალურ სკვერში ნაძვის ხე დაიდგმება და კონცერტისათვის სცენა დამონტაჟდება. საახალწლო სამზადისისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარია გამოყოფილი , ხოლო კონცერტისათვის 9 600 ლარია გათვალისწინებული.