ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებმა სასამართლოს შენობას ქვა ესროლეს, რომელმაც ფანჯარა ჩაამსხვრია და ერთ–ერთი თანამშრომელი სახის არეში დაშავდა. აქციის დაშლის შემდეგ ტერიტორიაზე სასაწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, რომელმაც დაშავებულ გიორგი ჩიტაშვილს პირველადი დახნმარება გაუწია. აღნიშნულის გამო სასამართლოს ტერიტორიაზე ახალციხის საპატრულო პოლიციის საექსპერტო განყოფილების თანამშრომლებიც მივიდნენ. აქციისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური კომენტარი გააკეთა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. კოტე კუბლაშვილის თქმით, სამართალ დამცავებმა მსგავსი ქმედებების შესაჩერებლად არაფერი იღონეს და ისინი ტერიტორიაზე აქციის დასრულების შემდეგ მივიდნენ. კოტე კუბლაშვილმა, აღნიშნულის გამოძიება და დამნაშავის დასჯა მოითხოვა. ინციდენტთან დაკავშირებით აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე 187–ე მუხლით. მომხდარს ახალციხის საპატრულო პოლიცია იძიებს.