სპეციალისტებმა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთთან ახლოს, ნამოსახლარები და თიხისა და ქვისგან დამზადებული საყოფაცხოვრებო ნივთები აღმოაჩინეს, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულის მეორე ნახევრით თარიღდება. აღმოჩენის მიხედვით, არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ მესხეთში სამეურნეო საქმიანობა ადრებრინჯაოს ხანაში ერთერთი განვითარებული დარგი იყო. ასპინძის მუნიციპალიტეტში მსგავსი ტიპის ნამოსახლარები არქეოლოგებმა 80 იან წლებში სოფელ ძველშიც აღმოა
...
»»»