სოფელ ფარავნიდან ჩამოსულმა მაცხოვრებლებმა 26 ივლისს ახალციხის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. 40–მდე ადგილობრივი საკუთარ თანასოფლელებს მიწების მითვისებაში ადამაშაულებს. მათი თქმით, სამი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კარენ მიკირტიჩიანმა და მარტინ აღაიანმა დაახლოებით 600 ჰექტარი მიწის ნაკვეთი იჯარით აიღეს და ტერიტორიით სარგებლობა სოფლის მაცხოვრებლებს აღარ შეუძლიათ. ადგილობრივები ამ ფაქტს უკანონოს უწოდებენ და მიწების საკუთრებაში გადაცემას მოითხოვენ. აღნიშნულ ტერიტორიის უმეტეს ნაწილს მოსახლეობა საძოვრად, ნაწილს სათიბად, 25 ჰექტარს კი სასოფლო–სამეურნეო საქმიანობისთვის ამუშავებდნენ. ახალმა მფლობელებმა კი ტერიტორიაზე სამუშაოები აკრძალეს. აღნიშნულთან დაკავშირებით დაუკავშირდით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელს. გაგიკ კარსლიანი განმარტავს, რომ ტერიტორია საჯარო რეესტრში მხოლოდ ერთ პირზე, მარტიროს აღაიანზეა გაფორმებული. იგი მიწის სრულუფლებიანი მესაკუთრეა და აღნიშნული ტერიტორიისათვის გადასახადსაც იხდის. მუნიციპალიტეტის გამგებელი განმარტავს, რომ აღაიანმა მიწა 2001 წელს იჯარით აიღო. მას შემდეგ მოსახლეობა აღნიშნულ ნაკვეთს თვითნებურად ამუშავებდა. ახალციხის ადმინისტრაციული შენ
...
»»»