ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში მდებარე ტბით ადგილობრივი მოსახლეობა სამი წელია ვეღარ სარგებლობს. 2010 წელს ფორმალურ აუქციონზე გაყიდული ტბა, ამ დროისათვის კერძო საკუთრებაშია. მოსახლეობა ირწმუნება, რომ სომხეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა ის უკანონოდ მიისაკუთრა. აღნიშნული ტბით, ორი მიმდებარე სოფელი – ტაბაწყური და მოლითი სარგებლობდა. 400–ზე მეტი ოჯახის შემოსავლის წყარო ძირითადად, ტბაში დაჭერილი თევზის რეალიზება იყო. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მკაც
...
»»»