2013 წლის 19 ივლისს დასრულდა საქართველოს სომხური სათვისტომოს ახალგაზრდა ლიდერთა გადამზადების პროგრამა. პროგრამის ინიციატორი იყო საქართველოში სომეხთა ეპარქიასთან არსებული „ჰაიარტუნ" ცენტრის ახალგაზრდული განყოფილება (ხელმძღვანელი - „ჰაიარტუნ" ცენტრის სულიერი ინსპექტორი: დიაკვანი გევორგ ანტონიანი), სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სრ დიასპორის სამინისტროსა და გალუსტ გიულბენკიანის სახელობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამაში მონაწილეობდა 32 ახალგაზრდა დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორის, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს კურთხევით, პროექტი განხორციელდა დაბა წეროვანში მდებარე კათოლიკური ეკლესიის კომპლექსში.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ სომეხი ხალხისა და სომხური ეკლესიის ისტორიას (საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი), თბილისის სომხურ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს (საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ" ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანი), სამოქალაქო განათლების (აშშ-ის მონტანას უნივერსიტეტის
...
»»»