22 მეტრი სიმაღლის მინარეთი და მის გარშემო გაჩენილი გაურკვევლობა–ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მეჩეთის გვერდით ისლამის მიმდევრებმა მინარეთი დადგეს. დასახლების მუსლიმი მაცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული ქმედებით ისინი ქრისტიანი მეზობლების უფლებებს არ შეზღუდავენ, რადგან ამ ადგილიდან არც მოლა დაიწყებს მორწმუნეთა ლოცვისკენ მოწოდებას და არც ხმის გამაძლიერებლებით შეწუხდება ვინმე. 22 მეტრი სიგრძის მინარეთი საქართველოში თურქეთიდან შემოიტანეს. ჭელის მუსლიმი მაცხოვრებლები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ საქართველოში მისი დამზადება არ მოხერხდებოდა. კითხვაზე გამოიწვევს თუ არა ეს ფაქტი დაპირისპირებას ორი სარწმუნოების ადამიანებს შორის, ადგილობრივები გამორიცხავენ, რადგან ქრისტიანებთან ერთად ისინი უკვე წლებია ცხოვრობენ, თუმცა რაიმე სახის შელაპარაკება მათ შორის არასოდეს მომხდარა. ადგილობრივი მართლმადიდებლები კი, კითხვაზე – არის თუ არა რელიგიურ ნიადაგზე მათსა და ისლამის მიმდევრებს შორის დაპირისპირება, პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ. ფიქრობენ, რომ ეს თემა საჯაროდ არ უნდა განიხილებოდეს. სოფელ ჭელაში მინარეთის დადგმას უკანონოს უწოდებს ადიგენის მუნციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი. ზურაბ ჩილინგარაშ
...
»»»