არქეოლოგიური აღმოჩენა მესხეთში
სპეციალისტებმა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთთან ახლოს, ნამოსახლარები და თიხისა და ქვისგან დამზადებული საყოფაცხოვრებო ნივთები აღმოაჩინეს, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულის მეორე ნახევრით თარიღდება. აღმოჩენის მიხედვით, არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ მესხეთში სამეურნეო საქმიანობა ადრებრინჯაოს ხანაში ერთერთი განვითარებული დარგი იყო. ასპინძის მუნიციპალიტეტში მსგავსი ტიპის ნამოსახლარები არქეოლოგებმა 80 იან წლებში სოფელ ძველშიც აღმოაჩინეს. ექსპედიცია მესხეთში საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და მელბურნის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მასალის კამერალური დამუშავება მოხდება, რის შემდეგაც ექსპონატები საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებს გადაეცემა.