დასრულდა საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ახალგაზრდა ლიდერთა გადამზადების პროგრამა“
2013 წლის 19 ივლისს დასრულდა საქართველოს სომხური სათვისტომოს ახალგაზრდა ლიდერთა გადამზადების პროგრამა. პროგრამის ინიციატორი იყო საქართველოში სომეხთა ეპარქიასთან არსებული „ჰაიარტუნ" ცენტრის ახალგაზრდული განყოფილება (ხელმძღვანელი - „ჰაიარტუნ" ცენტრის სულიერი ინსპექტორი: დიაკვანი გევორგ ანტონიანი), სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სრ დიასპორის სამინისტროსა და გალუსტ გიულბენკიანის სახელობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამაში მონაწილეობდა 32 ახალგაზრდა დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორის, ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს კურთხევით, პროექტი განხორციელდა დაბა წეროვანში მდებარე კათოლიკური ეკლესიის კომპლექსში.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ სომეხი ხალხისა და სომხური ეკლესიის ისტორიას (საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, ყოვლადუსამღვდელოესი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი), თბილისის სომხურ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს (საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ" ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანი), სამოქალაქო განათლების (აშშ-ის მონტანას უნივერსიტეტის დოქტორანტი, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი მილენა ოგანესიანი), ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების (საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მრჩეველი და იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი ლევონ ისახანიანი), თანამედროვე საზოგადოებაში ახალგაზრდა ლიდერის როლის (საქართველოში «Grant Thorntn»-ის წარმომადგენელი ნელსონ პეტროსიანი) საკითხებს.

სტუმრის სტატუსით პროგრამაში მონაწილეობდნენ საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბ-ნი ჰოვანეს მანუკიანი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბ-ნი პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ქ-ნი თამარ კინწურაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბ-ნი გედევან ფოფხაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი რუსლან პოღოსიანი, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბ-ნი ბექა მინდიაშვილი, კალიფორნიის ლოს ანჯელესის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ ჰოვანისიანი. 

პროგრამის მონაწილეებმა მიიღეს სერტიფიკატები, რის შემდეგაც ისინი ეწვივნენ თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს „ხოჯივანქ" და იქ ხე დარგეს. დასასრულს მათ დაათვალიერეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ" ცენტრი, შემდეგ სანთლები დაანთეს და ილოცეს თბილისის ეკლესიაში „სურბ ეჯმიაწინ".
| : 0.0/0