მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალის ფინალი და პენალტების სერიით მოპოვებული გამარჯვება – ჩემპიონატის პირველადგილოსანი ხობის გუნდი გახდა. იგი საბოლოო შეხვედრაში ზესტაფონის გუნდს დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. შესაბამისად 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმები დაინიშნა,სადაც გამარჯვება ხობის გუნდმა ანგარიშით 4:1 მოიპოვა. მეორე ადგილს დასჯერდა ზესტაფონი, ხოლო მესამე ადგილი ბორჯომის გუნდს ერგო. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალში მონაწილეობისათვის მედლები და თასები გადაეცათ. ასევე დაჯილდოვდნენ: საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, ბომბარდირი, საუკეთესო გოლის ავტორი, ფეხბურთელი და მწვრთნელი. გარდა ამისა მაყურებლის გადაწყვეტილებით საუკეთესო გუნდის ტიტული შირაქის წარმომადგენლებს მიენიჭათ. წარმატებული ფეხბურთელებს პრიზები ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა და სპონსორებმა გადასცეს.
მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ჩემპიონატი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა დააფინანსა. ასევე, ფინანსური მხარდაჭერა გაუწია სააფთიაქო
...
»»»