02.06.2014
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა ლამაზი ღონისძიებით. საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ თბილისის „სუებ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზო სავსე იყო სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების ბავშვებით და მათი მშობლებით. ბავშვებს ეს ლამაზი დღესასწაული მიულოცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა.
ყველა ბავშვს დაურიგდა ფერადი ბუშტები. ღირსეული მამულიშვილის - სერგეი არუთიუნოვისაგან ღონისძიების ყველა დამსწრე ბავშვს მიართვეს გემრიელი ნაყინი. შემდეგ ღონისძიება ლამაზი სიმღერებით დაამშვენეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ნერსეს შნორჰალი„ ბავშვთა გუნდმა (ქორმაისტერი: მარი აბულიანი) და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა. დასასრულს ყველა ბავშვს „კეთილი სამარიელი“ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ კარენ ერიციანმა დაურიგა ბავშვებისაგან მათი თანატოლებისათვის გამოგზავნილი საჩუქრები. ყველა ბავშვი სახლში საჩუქრით დაბრუნდა.