2014 წლის 12 ივნისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში ქართული მედიასაშუალებებისათვის გაიმართა პრესკონფერენცია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი მსახურის, დავით ლასურაშვილის, რელიგიურ დისკრიმინაციულ და ქსენოფობიურ ქმედებასთან დაკავშირებით.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა განყოფილების დირექტორმა ლევონ ისახანიანმა ისაუბრა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთ სულიერ მსახურთა მიერ სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიისა და მის მიმდევართა წინააღმდეგ დროდადრო გამოვლენილ ქსენოფობიურ მოღვაწეობაზე.
შემდეგ ეპარქიის მორწმუნე მშობელმა ინა სუქიასიანმა ისაუბრა, თუ გუშინ, 11 ივნისს, ქალაქის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად მოწყობილი ექსკურსიის დროს, სიონის ეკლესიაში შესულ მის 10 წლის ქალიშვილს როგორ აუკრძალა მამა დავითმა სომხური ეკლესიის წესით პირჯვრის გადაწერა და უთხრა, რომ სომხური ეკლესიის მრევლი შორსაა უფლისაგან და არ არის სასურველი ქართულ ტაძარში მათი ყოფნა. შენიშვნით ნაწყენი ბავშვი გასულა ეკლესიიდან. მსგავსი საქციელი მშობელმა განიხილა როგორც დისკრიმინაციისა და ქსენოფობიის გამოვლინება, სოციალური ქსელში აღშფოთება გამოხატა ა
...
»»»