15 ივნის ახალციხის მოსახლეობა ირჩევს მერს. ამასთან დაკავშირებით ახალციხის საინფორმაციო ვებ. გვერდის კითხვებზე პასუხობს „ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატი ბატონი გიორგი კოპაძე: ბატონო გიორგი, 90-ში თქვენ იყავით ახალციხის მერი და რატომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტეთ თქვენი კანდიდატურის წარდგენა ამ არჩევნებში. -ახალციხეში დავიბადე , ჩემთვის მისი ყველა პრობლემა და გასაჭირი ნაცნობია, ვიცი ყველა ქუჩის, უბნის და დასახლების პრობლემა და მათი გადაჭრის გზებზე ჩემს გუნდთან ერთად ვიზრუნებ. ახალციხეს თანამედროვე ქალაქად გადაქცევა ჩემთვის პრინციპული საკითხია ,ჩემი ქალაქის გალამაზება და მისი თითოეული მოსახლისათვის კომფორტული გარემოს შექმნა ეს იქნება ქართველი თუ ეთნიკური სომეხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება ,ეს იქნება ძირითადი მიზანი ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში.
თქვენ ყოველდღე გაქვთ შეხვედრები ქალაქის მოსახლეობასთან არჩევნებთან დაკავშირებით, რა პრობლემები აწუხებს ძირითადად მოსახლეობას. -მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემები აწუხებს აქედან განსაკუთრებით გამოვყოფ; უმუშევრობას,სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემის პრობლ
...
»»»