ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. ცესკოს ინფორმაციის მიხედვით ახალციხეში ქალაქის მერი კოლიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი ამომრჩეველთა ხმათა უმრავლესობით გიორგი კოპაძე გახდა. ქალაქში არსებული 13 უბნიდან მონაცემები ამ დროისათვის ყველა მათგანზე დათვლილია. ახალციხეში პროპორციული სიით პარტიამ ამომრჩეველთა 57.44% მიიღო. ახალციხის მოსახლეობის ხმები მერობის კანდიდატებზე ასე გადანაწილდა.
გიორგი კოპაძე – კოლიცია „ქართული ოცნება“ 60.44 %
გელა დემეტრაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 31.03 %
ზაზა ნათენაძე – „ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია“ 4.38 %
გოჩა ათოშვილი – „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა“ 4.15 %
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლი კი ხმათა უმრავლესობით, ასევე ქართული ოცნების წარმომადგენელი ზაზა მელიქიძე გახდა. პროპორციული სიისთ პარტიამ 59.82 % – ით გაიმარჯვა. მუნიციპალიტეტში არსებული 22 უბნიდან რაოდენობა დადგენილია 21 უბნის მიხედვით. ცესკოს მონაცემებით ამომრჩეველთა ხმები გამგებლობის 5 კანდიდატზე ასე გადანაწილდა:
ზაზა მელიქიძე – კოლიცია
...
»»»