მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე საზეიმოდ გაიხსნა. ერთმანეთს პირველობისათვის 16 გუნდი დაუპირისპირდა. საქრთველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ფეხბურთელებთან ერთად ჩემპიონატში საკუთარი შესაძლებლობები სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმოამდგენლებმაც აჩვენეს. ორ ნაწილად გაყოფილ სტადიონზე თამაში გუნდებს შორის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. საფეხბურთო ფესტივალი, რომელიც მესხეთში უკვე მეორე წელია მიმდინარეობს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდამჭერითა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ხელშეწყობით იმართება. ტურნირის გახსნის ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი დაესწრო. ლევან ყიფიანის თქმით, მსგავსი ინიციტივა რეგიონში ფეხბურთის პოპულარიზაციასა და განვითარებას ხელს უწყობს. მესხეთის საფეხბურთო ფესტივალი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიმართა. მისი გენერალური სპონსორი კი პსპ ჯგუფია. ორგანიზატორების ინიციატივით, ფესტივალის დაწყებამდე სტადიონზე ფოლკლორული და სპორტული საცეკვაო და სასიმღერო ნომრები შესრულდა. კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივმა და დედა
...
»»»