ახალი საპროტესტო აქცია ახალქალაქში
ახალქალაქში “არასაპარლამეტო ოპოზიციის” მიერ გამართული საპროტესტო აქცია დასრულდა. პარტიის ერთ–ერთი ლიდერი კახა კუკავა პროტეტსტის ამ სახით გამოხატვას არც ხვალ გამორიცხავს. მისი თქმით, ახალქალაქის საარჩევნო კომისია დარჩენილ საჩივრებს 19 ივნისს 16:00 განიხილავს. შესაბამისად, იგი კომისიის გადაწყვეტილებას მხარდამჭერებთან ერთად მოისმენს. დღეს კუკავამ შედეგების გაბათილება და მეორე ტურის ჩატარება კიდევ ერთხელ მოითხოვა.
ამ დროისათვის სამართალდამცველები ახალქალაქის საარჩევნო ოლქის შენობაში ისევ რჩებიან.
შეგახსენებთ, რომ “არასაპარლამენტო ოპოზიციის” მიერ დაწერილი 10–მდე საჩივრიდან ახალქალაქის საარჩევნო კომისიამ დღეს მხოლოდ ოთხი განიხილა. განხილვის შედეგად პარტიის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, რასაც “არასაპარლამენტო ოპოზიციის” მხარდამჭერების მხრიდან უკმაყოფილება მოყვა. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანსა და კახა კუკავას შორის. დაპირისპირების დროს აქციის ერთ–ერთმა წევრმა შენობაში მინა ჩაამსხვრია.