ახალციხის საარჩევნო ოლქში შემაჯამებელი ოქმი დაიწერა
37 ახალციხის საარჩევნო ოლქში არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოეწერა. ოლქის თავმჯდომარემ კომისიის ცამეტივე წევრთან ერთან ოქმები შეაჯამა და იმ კანდიდატების ვინაობა დაასახელა, ვინც თვითმართველობის არჩევნებზე 4 % –იანი ბარიერი გადალახა.
24 ხელმოწერილი ოქმი ხვალ უკვე ცენტრალურ საარჩვენო კომისიას გადაეგზავნება. კოდექსით გათვალისწინებული 30 დღის ვადაში კი ახალციხის საოლქო კომისია თვითმართველ ქალაქსა და თემში ხელმძღვანელ პირებსა და საკრებულოს წევრებს წარადგენს.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი განმარტავს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შემაჯამებელ ოქმებთან ერთად, სამაგიდო სიის დალუქული პაკეტებიც გადაეცემა.
37 ახალციხის საარჩევნო ოლქში სხდომას კომისიის წევრებთან ერთად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნებისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართა. მოსახლეობამ ახალციხეში მერები და გამგებლები პირდაპირი წესით აირჩია.