ახალციხის საკრებულომ პრემიის მიღებაზე ბრძანება მეორედ გასცა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო პრემიების განმეორებით სახელფასო დანამატს ითხოვს. პრემიების ხელმეორედ გაცემასთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებას გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ხელს არ აწერს. მალხაზ ჟუჟნაძის თქმით, მუნიციპალიტეტის ქონებისა და ვალდებულბების გაყოფასთან დაკავშიებით, კოლოსალური სამუშოს შესრულებისათვის, საკრებულოს ყველა თანამშრომელსა და გამგეობის წევრთა 30%–ზე, 100% –იანი სახელფასო დანამატი 17 ივნისს გაიცა, 20 ივნისს კი მან პრემიების დანიშვნასთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯომარისგან ხელახალი ბრძანება მიიღო.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამბობენ, რომ 100%–იანი სახელფასო დანამატის ინიციატივა ბიუროში საფინანსო–საბიუჯეტო კომისიამ დააყენა, რასაც ბიუროს ყველა წევრი დაეთანხმა, რის შესაბამისადაც საკრებულოს თავმჯოდმარემ სახელფასო დანამატის თაობაზე ბრძანება გამოსცა.
სახელფასო დანამატის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძნება, სახელფასო საშტატო განრიგთან და ხარჯების ანაზღაურებასთან ერთად გამგეობაში გადაიგზავნა. საკანონმდებლო ორგანოს იურისტი ირინა ყურმაშვილი ამბობს, რომ გამგებლის მხირდან საკრებულოს თავმჯდომრის ბრძანების აღუსრულებლობა დაუშვებელია, რადგან გამგეობა აღმასრულებელი ორგანოა, საკრებულო კი საკანონმდებლო. იურისტი ამბობს, რომ მალხაზ ჟუჟნააძის ქმედებაში დისციპლინარული გადაცდომების ნიშნები იკვეთება და შესაძლოა საკრებულომ სხვა ზომებსაც მიმართოს.