„არასაპარლამენტო ოპოზიცია“ ახალქალაქის ოლქში განმეორებით არჩევნებს მოითხოვს
„არასაპარლამენტო ოპოზიცია“ ახალქალაქის ოლქში განმეორებით არჩევნებს მოითხოვს. 17 ივნისს პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ და ახალქალაქის რაიონული შტაბის წევრებმა საოლქო საარჩვენო ოლქთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავმჯდომარეს საჩივრების განხილვა მოსთხოვეს. აქციის მონაწილეები საარჩევნო კომისიას არჩევნების შედეგების გაყალბებაში სდებენ ბრალს და ოლქის თავმჯდომარეს იმ საჩივრების განხილვა სთხოვენ, რომელიც კენჭისყრის პროცესის გაყალბების ფაქტებზე პარტიის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. საპროტესტო აქციაზე ბლოკის ლიდერები კახა კუკავა და მანანა ნაჭყებია იმყოფებოდნენ. კახა კუკავას განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მუნიციპალიტეტში არჩევნების ტოტალური გაყალბება მოხდა.
„არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ახალქალაქის შტაბის წარმომადგენლები მედიასთნ იმ დარღვევებზე საუბრობენ, რომელიც ოლქში 15 ივნისს დაფიქსირდა. მელიქ რაისიანი ამბობს, რომ რამდენიმე უბანზე იყო შემთხვევა, როდესაც ხმების დათვლის პროცედურის დაწყებამდე კომისიის წევრებმა უბნიდან გამოაძევეს „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ წარმომადგენლები, რის შემდეგაც მიცემული 2 000-მდე ხმა საუბნო კომისიებმა ბათილად ცნეს. მისივე თქმით, სოფლებში ყველა უბანზე ადგილობრივი რწმუნებულები იმყოფებოდნენ, რომლებიც აცხადებდნენ რომ ძალოვანების დავალებას ასრულებდნენ და აგიტაციას ღიად ეწეოდნენ.
დარღვევებთან დაკავშირებით პარტიამ საჩივრები უკვე დაწერა საარჩევნო ოლქშიც. „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ლიდერები დღესვე ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარანგოზიანს შეხვდნენ და საჩივრების დროული განხილვა მოსთხოვეს. ოლქის თავმჯდომარის ჰასმიკ მარანგოზიანის თქმით, კომისია 18 ივნისს, ორი საათისათვის, შეიკრიბება და პარტიის მიერ წარდგენილ დარღვევებს განიხილავს.
თვითმართველობის არჩევნებზე ახალქალაქის ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატმა ედვარდ აღასარიანმა ცესკოს მონაცემებით, ხმათა რაოდენობის 60,28% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ გამგებლობის კანდიდატი არტაშეს პალანჯიანი 36,29%–ით გავიდა. „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ საპროტესტო აქციას ახალქალაქის საარჩვენო ოლქთან, არჩევნების განმეორებით ჩატარების მოთხოვნით 18 ივნისსაც გამართავს.