განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სამცხე–ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უმასპინძლა. თამარ სანიკიძემ უწყების წარმომადგნლებთან ერთად სტუდეტებსა და უმღლესი დაწესებლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ახალი პროგრამის შესახებ ესაუბრა, რომელიც 2015–2016 წლიდან საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართლებების კუთხით, სან – დიეგოს უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყება. შეხვედრის მიზანს სტუდენტებისა და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლებისათვის აშშ–ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული პროექტია, სახელწოდებით ,,სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“. დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება აქვთ საქართველოში ამერიკული განათლება შეიძინონ და საინჟინრო, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომები მიიღონ. აღნიშნულ პროექტს სან დიეგოს საგანმანათლებლო დაწესებულება და საქართვლოს სამი სახელმწიფო უნივერსიტეტისაგან შემდგარი კონსორციუმი ახორციელებს, მისი ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარია. დღესვე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა. განხილული იქნა ორი საკითხი: პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკა და მასწავლებელთა პროფესიული განათლების ახალი მოდელი.

თამარ სანიკიძემ უწყების წარმომადგენლებთან ერთად მასწავლებლებს ზოგადი განათლების სტრატეგის ძირითად პრინციპებზე, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ ცვლილებებზე ისაუბრა. შეფასების ახალი სქემის შესახებ მათ პრეზენტაციაც გააკეთეს და ცვლილებების დადებით მხარეებზე ისაუბრეს. მინისტრის თქმით, ახალი სქემის ფუნქციონირების დაწყებას წინ რამდენიმე ნორმატიული დოკუმენტის დამტკიცება უძღვის, ამიტომ პროცესი დაახლოებით 20 თებერვლისთვის ამოქმედდება. სქემა პედაგოგთა შეფასების 4 კატეგორიას მოიცავს: პირველი კატეგორია პრაქტიკოსი მასწავლებელი, მეორე კატეგორია უფროსი მასწავლებელი, მესამე კატეგორია წამყვანი მასწავლებელი და უმაღლესი კატეგორია–მენტორი. გარდა ამისა, მინისტრის ტქმით, 2015 წლიდან საჯარო სკოლებში ექიმის კაბინეტები გაიხსნება, ასევე აღიჭურვება ბიბლიოთეკები.
| : 0.0/0