მდინარე მტკვრის დონის დაკლებასთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ თურქული მხრიდან ოფიციალური წერილი მიიღო. დოკუმენტის მიხედვით გადაწყდა, რომ მდინარე მტკვარში წყლის დონის დაკლებაზე საქართველოსა და თურქეთის საგარეო უწყებები იმსჯელებენ.
“თურქული მხარე წუხილს გამოთქვამს და განმარტავს, რომ ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს საზღვრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარე “ქაიაბეის” კაშხლის შევსება ზამთრის სეზონისათვის, რამაც მტკვარში წყლის დონის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ, თურქულმა კერძო კომპანიამ, დროულად არ აცნობა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რის გამოც დაგვიანდა ქართული მხარის ინფორმირება თურქეთის ტერიტორიაზე მდინარე მტკვრიდან წყალაღების შესახებ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მკაცრად მიუთითა თურქული კერძო კომპანიის პასუხისმგებელ პირებს, დაიცვან შესაბამისი ნორმები წყალაღებასთან დაკავშირებით და მოგვცა პირობა, რომ მომავალში ამგვარი გაუგებრობა აღარ განმეორდება. ხოლო, ქართულ მხარეს დაუყოვნებლივ ეცნობება ნებისმიერი სამუშაოების შესახებ, რამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მტკვარში წყლის დონეზე. გამომდინ
...
»»»