რამდენიმე დღის წინ ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ჩატარებული კვლევის თემა იყო „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში“. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 55%-სთვის 150-წევრიან პარლამენტში 17 ქალი პარლამენტის წევრი ძალიან ცოტაა. 68% ამბობს, რომ მხარს უჭერს პარლამენტის მიერ სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღებას. მოსახლეობის 70% ფიქრობს, რომ საქართველოს პარლამენტში ქალების რაოდენობა სულ მცირე 30% უნდა იყოს. გამოკითხულთა 50 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ქალი პარლამენტის წევრების რიცხვის გაზრდა დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის განვითარებაზე. მეტი სიცხადისთვის დავამატებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 2 061 753 (46,5%) კაცი და 2 309 782 (53,5%)ქალი ცხოვრობს.
მართლაც, საქართველოს პარლამენტის მაგალითზე „მშრალ“ ციფრებს თუ გადავხედოთ, გამოდის, რომ, გენდერული თანასწორობის კუთხით სერიოზული პრობლემა არსებობს. ქვეყნის მოსახლეობის 53,5% პარლამენტში სულ 17 დეპუტატით (11%) არის წარდგენილი. თუმცა, ამ საკითხს -ქვეყნის ცხოვრებაში ქალების პოლიტიკური მონაწილეობის ჭრილში თუ განვიხილოთ, ჩვე
...
»»»