სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა საზოგადოებას ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა. აკაკი მაჭუტაძემ ასევე, მთავრობის მიერ, ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. რეგიონის პირველი პირის წლიურ ანგარიშს ქვეყნის ოთხი სამინისტროს, მედიის, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და სამოქალაქო სექტორის წევრები დაესწრნენ. გუბერნატორის ერთწლიან ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება, მხარეში ინფრასტრუქტურის განვითარებას დაეთმო. აკაკი მაჭუტაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ხარვეზები იყო, თუმცა დღეის მდგომარეობით, რეგიონში 600 ინფარსტრუქტურული პროექტი განხორციელდა. თავიანთი ანგარიშები დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ასევე ინფრასტრუქტურის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებიც გუბერნატორის მიერ წარდგენილი ანგარიში შეაფასეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა. სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ გუბერნატორმა ყველა სფეროში განხორციელებიულ პროექტებსა თუ ხარვეზებზე ამომწურავად ისაუბრა. თუმცა ნანა ზუბაშვილის თქმით, დასაქმების კუთხით ადგილობრივი ხელისუფლება ნაკლებად მუშაობს, რასაც ყურადღების მიქცევა სჭირდება. აკაკი მაჭუ
...
»»»