მოხის მუსლიმი მოსახლეობა სადავო შენობის წარმომავლობის დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის შემადგენლობაში სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფნას აპროტესტებს. მათი სიიდან ამოღების მოთხოოვნით, მუსლიმებმა 200 ხელმოწერა შეაგროვეს და განცხადებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიმართეს. ისინი ამბობენ, რომ ორივე მათგანი დაინტერესებული მხარეა და საკითხს მიკერძოებულად გადაწყვეტენ. მუსლიმები კომისიის შემადგენლობაში სოფელ ჭელის წინამძღვრისა და სოფელ მოხის ორი წარმომადგენლის ჩასმას მოითხოვენ. გარდა ამისა ისინი უნდობლობას უცხადებენ საქართველოს სრულიად მუფთის მოადგილესაც. მათი თქმით, ადამ შანთაძეს მიმართ მრავალი კითხვა არსებობს, ამიტომ კომისიის შემადგენლობაში მისი ყოფნა მიზანშეწონილი არ არის. ბრალდებებს გაუგებარს უწოდებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ზაქარია ენდელაძის თქმით, იგი როგორც მართლმადიდებელი ასევე მუსლიმი მოსახლეობის გამგებელი და მათ მიერ არჩეული საჯარო მოხელეა. ამიტომ, ის, რაც მის მხარეში ხდება გამგეობის პირველ პირსაც ეხება. მხარის გუბერნატორისა და გამგებლის კომისიის შემადგენლობაში ჩართვას კი აუცილებლობად მიიჩნევენ ადგილობრივი მართმადიდებე
...
»»»