შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“-ს ახალგაზრდული კავშირის, „რესპუბლიკური“ პარტიის ახალგაზრდული მოძრაობისა და სახელმწიფო სამინისტროს თანამშრომლებს შორის შეხვედრა-დისკუსია გაიმართა. საქართველოს სომეხთა სათვისტომოს ახალგაზრდა რესპუბლიკელებთან დამყარებული თანამშრომლობის ფარგლებში გამართული ეს შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების ხელისუფლებასთან დიალოგის გაღრმავებას ემსახურებოდა.
შეხვედრის დროს შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსმა თინათინ ღოღელიანმა ახალგაზრდებს სამინისტროს საქმიანობა წარუდგინა. განსაკუთრებით აქცენტი „2009-2014წწ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის“ განხილვაზე გაკეთდა. თინათინ ღოღელიანმა ახალგაზრდებს ასევე ესაუბრა ახალი სტრატეგიის (2014-19წწ) ძირითად მიმართულებებზე, იმ პროგრამებზე და პროექტებზე, რაც შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო და ასევე საქართველოს მთავრობა ქვეყნის პოლიტიკურ-სოციალურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირების მიზნით ახლორციელებს.
საქარ
...
»»»