მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი დამთავრდა
მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალის ფინალი და პენალტების სერიით მოპოვებული გამარჯვება – ჩემპიონატის პირველადგილოსანი ხობის გუნდი გახდა. იგი საბოლოო შეხვედრაში ზესტაფონის გუნდს დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. შესაბამისად 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმები დაინიშნა,სადაც გამარჯვება ხობის გუნდმა ანგარიშით 4:1 მოიპოვა. მეორე ადგილს დასჯერდა ზესტაფონი, ხოლო მესამე ადგილი ბორჯომის გუნდს ერგო. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალში მონაწილეობისათვის მედლები და თასები გადაეცათ. ასევე დაჯილდოვდნენ: საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, ბომბარდირი, საუკეთესო გოლის ავტორი, ფეხბურთელი და მწვრთნელი. გარდა ამისა მაყურებლის გადაწყვეტილებით საუკეთესო გუნდის ტიტული შირაქის წარმომადგენლებს მიენიჭათ. წარმატებული ფეხბურთელებს პრიზები ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა და სპონსორებმა გადასცეს.
მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ჩემპიონატი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა დააფინანსა. ასევე, ფინანსური მხარდაჭერა გაუწია სააფთიაქო ქსელმა „პეესპემაც“. ფესტივალის დირექტორის განმარტებით, მათი მთავარი მიზანი – ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია – მიღწეულია.
ფინალური მატჩის გარდა მიხეილ იაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე, „პეესპესა“ და მესხეთის საფეხბურთო გუნდებს შორის ამხანაგური თამაში შედგა, სადაც გამარჯვება „მესხეთმა“ მოიპოვა. ფესტივალი 4 ივნისს დაიწყო და მასში ჩართული იყვნენ, როგორც საქართველოს, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის ახალგაზრდული გუნდები. სპორტული ღონისძიების ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალს უფრო მასშტაბური სახე მიეცემა.