საეკლესიო ცერემონია სომხურ სამლოცველოებში
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თავისებურად აღნიშნა ქალაქ ახალციხის სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ. ეკლესიის მორწმუნე ხალხი, შვილებით და შვილიშვილებით ურთ შეიკრიბა ახალციხის უძველეს სამლოცველოებთან. ახალციხის სულიერმა მოძღვარმა მამა ჰაგობ სააკიანმა ერთ-ერთ სამლოცველოში ჩაატარა საეკლესიო ცერემონია.
მამა ჰაგობის სიტყვებით, გასულ წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სომხური სამლოცველოები თავის საკუთრებაში დაარეგისტრირა, მაგრამ ყველაზე დიდი რეგისტრაცია სამლოცველოებს ხალხის გულში აქვს, რის შეცვლაც ვერავის შეუძლია. ეს წმინდა ადგილები ჩვენი ხალხის გულში ოდითგანვე არის რეგისტრირებული, მათი აგების დღიდან, და ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი მფლობელი ამ სამლოცველოების.
ცერემონიის დასასრულს სასულიერო პირმა დალოცა ბავშვები და მათ პატარა საჩუქრები გადასცა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავის საკუთრებაში დაარეგისტრირა სომხური „ქროჯ ევ ეღბორ“ ( დისა და ძმისა) , სახელწოდების სამლოცველოები და 28 აგვისტოს საეკლესიო ცერემონია ჩაატარა სამლოცველოებში, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია სომეხთა ეკლესიასა და ახალციხის სომეხ მოსახლეობაში.
ამ დღეებში აღნიშნულ თემას შეეხო ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის იურისტი ლევონ ისახანიანი, საქართველოს ადამიანის უფლებათა დამცველთან - უჩა ნანუაშვილთან, შეხვედრის დროს.