სამცხე–ჯავახეთს თურქეთის დელეგაცია ესტუმრა
სამცხე–ჯავახეთს თურქეთის დელეგაცია ესტუმრა. არდაჰანის გუბერნიის წარმომადგენლებმა ახალციხეში ვიზიტი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან დაიწყეს. ორი ქვეყნისა და მეზობელი რეგიონების ხელმძღვანელებს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვდრა გაიმართა. სტუმრები მხარეში არსებული სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობით, ბუნებრივი რესურსებითა და ტურისტული პოტენციალით დაინტერესდნენ.
მეზობელი რეგიონის წარმოამდგენლეთა ოფიციალური ვიზიტი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდა. აქ სტუმრებმა უმაღლესი დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად თუქრული ენის კაბინეტები დაათვალიერეს და სტუდენტთა აქტივობაზე ისაუბრეს.
დღის მეორე ნახევარში ახალციხემ მეზობელი ქვეყნის კიდევ 60 კაციან დელეგაციას უმასპინძლა. მათი და ადგილობრივი ბიზნესმენების მონაწლეობით უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ბიზნესფორუმი გაიმართა.
თურქეთის რეგიონების: არდაჰანის, ფოსოფისა და ბურსას ხელმძღვანელმა პირებმა დღესვე რაბათის ისტორიული კომპლექსი მოინახულეს. მათი ოფიციალური ვიზიტი სამცხე–ჯავახეთის მხარეში ბორჯომში დასრულდა, სადაც დელეგაციამ მინერალური წყლების ქარხანა დაათვალიერა.