შერიგებისა და სამოქალაქო ინტერგრაციის სამინისტროში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა
შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“-ს ახალგაზრდული კავშირის, „რესპუბლიკური“ პარტიის ახალგაზრდული მოძრაობისა და სახელმწიფო სამინისტროს თანამშრომლებს შორის შეხვედრა-დისკუსია გაიმართა. საქართველოს სომეხთა სათვისტომოს ახალგაზრდა რესპუბლიკელებთან დამყარებული თანამშრომლობის ფარგლებში გამართული ეს შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების ხელისუფლებასთან დიალოგის გაღრმავებას ემსახურებოდა.
შეხვედრის დროს შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსმა თინათინ ღოღელიანმა ახალგაზრდებს სამინისტროს საქმიანობა წარუდგინა. განსაკუთრებით აქცენტი „2009-2014წწ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის“ განხილვაზე გაკეთდა. თინათინ ღოღელიანმა ახალგაზრდებს ასევე ესაუბრა ახალი სტრატეგიის (2014-19წწ) ძირითად მიმართულებებზე, იმ პროგრამებზე და პროექტებზე, რაც შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო და ასევე საქართველოს მთავრობა ქვეყნის პოლიტიკურ-სოციალურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრირების მიზნით ახლორციელებს.
საქართველოს სომეხთა სათვისტომოს ახალგაზრდული კავშირის წევრებმა სამინისტროს სამმართველოს უფროსს, სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეების სამოქალაქო უფლებების დაცვასთან და განხორციელებასთან დაკავშირებული რამდენიმე კითხვა დაუსვეს. კერძოდ კი -ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობისა და წარმომადგენლობითობის საკითხი, განათლების სისტემაში არსებული პრობლემები (მათ შორის სომხურენოვანი სკოლების, მასწავლებელთა გადამზადების, სომხურენოვანი სახელმძღვანელოების და რეგიონში ქართული ენის შემსწავლელი პროგრამების ეფექტურობის და სხვა საკითხები). საქართველოს სომეხთა სათვისტომოს წარმომადგენლებმა სამინისტროს ასევე ე.წ. „სადავო“ ეკლესიების საკითხის გადაჭრის გაჭიანურების შესახებ გამოთქვეს საკუთარი წუხილი.
შეხვედრის მსვლელობისას ყველა წამოწეულ საკითხზე სამინისტროს სამმართველოს უფროსის, საქართველოს სომეხთა სათვისტომოსა და „რესპუბლიკური“ პარტიის ახალგაზრდების მონაწილეობით მსჯელობა-აზრთა გაცვლა მოხდა.
„მოხარულები ვართ, რომ ახალგაზრდა რესპუბლიკელებთან ჩვენი თანამშრომლობა ასეთი ნაყოფიერი გამოვიდა და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ არაერთ ურთიერთსასარგებლო ღონისძიებას დავგეგმავთ. დღევანდელი შეხვედრა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სომეხ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ კითხვები უშუალოდ სამინისტროს წარმომადგენლისთვის დაესვათ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს წარმომადგენლებმა, ყოველგვარი მოდერაციის გარეშე, საკუთარი საქმიანობის ადრესატებს გაეცნენ და მათ შორის დისკუსიაც კი გაიმართა. მისასალმებელია, რომ ამ დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა ასევე რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლებმაც მიიღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა ყველა მხარისთვის იყო სასარგებლო და ჩვენი თანამშრომლობა შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსთან ახალ ეტაპზე გადავა“, - შეხვედრის დასრულებისას თქვა საქართველოს სომეხთა სათვისტომოს ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორმა სლავა მეჟდიოანმა.