შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ახალციხეში
შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამცხე–ჯავახეთის ექიმებსა და ადგილობრივი სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სოციალურ მუშაკებს შეხვდა. მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა შეაფასა, განიხილა სოციალური დახმარების კრიტერიუმები და აღნიშნა რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მეთოდოლოგია შესაცვლელია. ასევე, საუბარი შეეხო სოფლის ექიმის პროგრამას, დავით სერგეენკოს თქმით, მათი დაფინანსება 30% –ით გაიზარდა.
ამავე შეხვედრაზე მინისტრმა საზოგადოებას სოციალური მომსახურების ახალი ხელმძღვანელი გაიოზ თალაკვაძე წარუდგინა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. დავით სერგეენკოს თქმით, ადგილობრივებისგან საინტერესო მოსაზრებები მოისმინა, რასაც სამინისტროსგან დადებითი შედეგი მოჰყვება.
სამცხე–ჯავახეთში ჯანდაცვის მინისტრის მედიკოსებსა და სოციალური სააგენტოს წარმოამდგენლებთან შეხვედრა რეგიონული ვიზიტების ფარგლებში გაიმართა, რომელის საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.